ატლეტიკო-დორტმუნდი 2:0
– „ატლეტიკომ“ 16 დარტყმა შეასრულა „დორტმუნდის“ კარში, გერმანელებს არც ერთი ზუსტი დარტყმა არ ჰქონიათ.
– „დორტმუნდმა“ პირველი ოფიციალური მატჩი წააგო ლუსიენ ფავრის ხელმძღვანელობით. აქამდე, გუნდს 17 მატჩი წაუგებლად ჰქონდა ჩატარებული – 14 მოგება და 3 ფრე.
1. დორტმუნდი – 9 ქულა
2. ატლეტიკო – 9 ქულა
3. ბრიუგე – 4 ქულა
4. მონაკო – 1 ქულა
B ჯგუფი
ტოტენჰემი-ეინდჰოვენი 2:1
– „ტოტენჰემი“ „ეინდჰოვენის“ კარის მიმართულებით საშუალოდ ყოველ სამ წუთში ურტყამდა.
– „ეინდჰოვენმა“ დაკარგა პლეი ოფში გასვლის შანსი.
ინტერი-ბარსელონა 1:1
– „ბარსელონა“ პირველი გუნდია, რომელმაც მერვედფინალში თამაში გაინაღდა.
– ლუის სუარესმა 9 დარტყმა შეასრულა „ინტერის“ წინააღმდეგ.
– მალკომმა დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე გოლით აღნიშნა. ბოლოს ამ ტურნირზე ფეხბურთელს სადებიუტო მატჩში გოლი ექვსი წლის წინ ჰქონდა გატანილი – „პორტუს“ რიგებში თავი გამოიჩინა კრისტიან ტელიომ.
1. ბარსელონა – 10 ქულა
2. ინტერი – 7 ქულა
3. ტოტენჰემი – 4 ქულა
4. ეინდჰოვენი – 1 ქულა
C ჯგუფი
ცრვენა ზვეზდა-ლივერპული 2:0
– „ლივერპულმა“ ზედიზედ მეორე გასვლით შეხვედრაში ვერ გაიტანა ჩემპიონთა ლიგაზე.
– „ლივერპულს“ ბელგრადში 22 დარტყმა ჰქონდა, მაგრამ პირველი ზუსტი დარტყმა 71-ე წუთზე შეასრულა.
– მილან პავკოვი, რომელმაც „ლივერპულის“ კარში დუბლი შეასრულა, სატრანსფერო ბაზარზე 1.25 მილიონი ევრო ღირს.
– „ლივერპულს“ ზედიზედ სამი გასვლითი მატჩი აქვს წაგებული ჩემპიონთა ლიგაზე.
ნაპოლი-პსჟ 1:1
– „პარი სენ-ჟერმენმა“, რომელსაც ლიგა 1-ში 100-პროცენტიანი მაჩვენებელი აქვს, ჩემპიონთა ლიგაზე მესამე მატჩში დაკარგა ქულები.
– ჯანლუიჯი ბუფონს დებიუტი ჰქონდა ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-ის მაისურით და შეხვედრა 5 სეივით დაასრულა.
– 19 წლის კილიან მბაპეს ჩემპიონთა ლიგაზე 18 მატჩში 17 ქულა (12 გოლი+5 პასი) აქვს.
1. ლივერპული – 6 ქულა
2. ნაპოლი – 6 ქულა
3. პსჟ – 5 ქულა
4. ცრ. ზვეზდა – 4 ქულა
D ჯგუფი
შალკე-გალათასარაი 2:0
– „გალათასარაიმ“ პირველად ვერ გაიტანა ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ სამ შეხვედრაში.
პორტუ-ლოკომოტივი 4:1
– „ლოკომოტივს“ ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ ხუთი წაგება აქვს.
– „ლოკომოტივმა“ დაკარგა პლეი ოფში გასვლის შანსი.
1. პორტუ – 10 ქულა
2. შალკე – 8 ქულა
3. გალათასარაი – 4 ქულა
4. ლოკომოტივი – 0 ქულა