ბენფიკა-აიაქსი 1:1
– ჟონასის გოლამდე, „აიაქსი“ 654 წუთი „მშრალად“ ინახავდა საკუთარ კარს.
– 34 წლის ჟონასს ბოლო 41 მატჩში 36 გოლში აქვს მიღებული მონაწილეობა.
– ჟონასი 995 დღე ვერ ახერხებდა გოლის გატანას ჩემპიონთა ლიგაზე.
1. ბაიერნი – 10 ქულა
2. აიაქსი – 8 ქულა
3. ბენფიკა – 4 ქულა
4. აეკ – 0 ქულა
F ჯგუფი
მანჩესტერ სიტი-შახტარი 6:0
– 20 ოქტომბრიდან მოყოლებული, „მანჩესტერ სიტის“ 23 გოლი აქვს გატანილი და მხოლოდ ერთი გაშვებული.
– დავიდ სილვამ ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა.
– „შახტარს“ ინგლისში ზედიზედ 29 მატჩია არ გაუმარჯვია.
ლიონი-ჰოფენჰაიმი 2:2
– ჩემპიონთა ლიგაზე „ლიონის“ ბოლო 27 გოლიდან, 23 ფრანგმა ფეხბურთელებმა გაიტანეს.
– „ლიონისა“ და „ჰოფენჰაიმის“ ორ მატჩში 10 გოლი გავიდა. ორივე შეხვედრა ფრედ დასრულდა და ორივეჯერ გერმანულმა კლუბმა ბოლო წამებზე გადაარჩინა მატჩი.
1. მანჩესტერ სიტი – 9 ქულა
2. ლიონი – 6 ქულა
3. ჰოფენჰაიმი – 3 ქულა
4. შახტარი – 2 ქულა
G ჯგუფი
ცსკა-რომა 1:2
– არნორ სიგურდსონი მესამე ისლანდიელია ეიდურ გუდიონსენისა და ალფრედ ფინბოგასონის შემდეგ, ვისაც ჩემპიონთა ლიგაზე გოლი გაუტანია.
– „რომას“ ოთხ მატჩში 10 გოლი დაუგროვდა. უფრო მეტი აქვთ მხოლოდ – პსჟ-ს, „ბარსელონასა“ და „მანჩესტერ სიტის“.
პლზენი-რეალი 0:5
– გარეტ ბეილმა შეწყვიტა შვიდმატჩიანი უგოლო სერია.
– ქარიმ ბენზემა 200-გოლიან ზღვარს გადაცდა „რეალში“ და კლუბის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში მეშვიდე ადგილზე გადავიდა.
– სანტიაგო სოლარი მეორე მწვრთნელია „რეალის“ ისტორიაში, ვინც პირველი სამი მატჩი ისე მოიგო, რომ გოლი არ გაუშვა.
1. რეალი – 9 ქულა
2. რომა – 9 ქულა
3. ცსკა – 4 ქულა
4. პლზენი – 1 ქულა
H ჯგუფი
ვალენსია-იანგ ბოიზი 3:1
– „ვალენსიამ“ ჩემპიონთა ლიგაზე შინ პირველად მოიგო 2013 წლის ოქტომბრის შემდეგ.
– „იანგ ბოიზი“ მთელი მატჩის განმავლობაში 25-ჯერ დაჯარიმდა, რაც ამ სეზონის რეკორდია.
– „იანგ ბოიზმა“ დაკარგა პლეი ოფში გასვლის შანსი.
იუვენტუსი-მანჩესტერ იუნ 1:2
– კრიშტიანუ რონალდუ 453 წუთი ვერ ახერხებდა გოლის გატანას ჩემპიონთა ლიგაზე. ამ დროის განმავლობაში პორტუგალიელმა 20 დარტყმა გააფუჭა.
– „იუვენტუსმა“ შინ ჯგუფურ ეტაპზე პირველად წააგო 2009 წლის დეკემბრის შემდეგ. დაუმარცხებელი სერია 19 შეხვედრას უდრიდა.
1. იუვენტუსი – 9 ქულა
2. მანჩესტერ იუნ – 7 ქულა
3. ვალენსია – 5 ქულა
4. იანგ ბოიზი – 1 ქულა