„იუვენტუსსა“ და „რეალს“ ჩემპიონთა ლიგის გარეშე დარჩენა ემუქრებათ #1TVSPORT
ტურინის „იუვენტუსი“ და მადრიდის „რეალი“, რომლებიც სუპერლიგის შექმნის ინიციატორები არიან, შეიძლება ამის გამო მკაცრად დაისაჯონ.
როგორც გაზეთი AS წერს, უეფა-ს სწორედ ეს კლუბები მიაჩნია დამნაშავეებად ახალი ტურნირის შექმნაში და ის ფაქტი, რომ დღემდე არ გამოუცხადებიათ სუპერლიგიდან გამოსვლის შესახებ, ამტკიცებს ამ ეჭვებს.
უეფას ზოგიერთ წევრს მიაჩნია, რომ ამ კლუბებმა აუცილებლად უნდა მიიღონ დისკვალიფიკაცია, კერძოდ, ერთი სეზონით ჩემპიონთა ლიგიდან მოკვეთა. თუმცა, სხვა წევრები ნაკლებად მკაცრ სანქციებს ვარაუდობენ.
წყარო იუწყება, რომ პარასკევს, 23 აპრილს, უეფა-ს აღმასკომის სხდომაზე განიხილავენ საკითხს „იუვენტუსისა“ და „რეალის“ წინააღმდეგ მომავალ მოქმედებებზე.