„იუვენტუსმა“ ზედიზედ მეორედ წააგო, მესიმ ზედიზედ მე-18 სეზონში გაიტანა – ჩემპიონთა ლიგა, მე-2 ტური, H ჯგუფი [ვიდეო] #1TVSPORT
ფაქტები
* „იუვენტუსმა“ ისტორიაში პირველად წააგო ჩემპიონთა ლიგის საწყისი ორი ტური.
* „იუვენტუსს“ ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს. ალეგრის გუნდმა სეზონის რვა მატჩში მხოლოდ ორი მოიგო.
* პსჟ-ს გალტიეს ხელმძღვანელობით 10 მატჩში ცხრა მოგება და ერთი ფრე აქვს.
* ამ სეზონის 10 მატჩში ნეიმარს 18 შედეგიანი მოქმედება აქვს – 11 გოლი და შვიდი შედეგიანი გადაცემა.
* კილიან მბაპემ პსჟ-ის მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე 30-ე გოლი გაიტანა და ედინსონ კავანის საკლუბო რეკორდი გაიმეორა.
* ლიონელ მესიმ ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მე-18 სეზონში გაიტანა – პირველმა ისტორიაში. ბენზემას 17 სეზონი აქვს, კრიშტიანო რონალდოს – 16.
* მესის ჩემპიონთა ლიგაზე 39 გუნდისთვის გაუტანია – ეს რეკორდია.
* მესის ამ სეზონში 13 ქულა (5+8) აქვს 10 მატჩში.
* პსჟ-მ ჯგუფურ ეტაპზე ზედიზედ მე-40 მატჩში გაიტანა მინიმუმ ერთი გოლი, რითაც „რეალის“ რეკორდი გაიმეორა.
იუვენტუსი-ბენფიკა 1:2
გოლები: 1:0 მილიკი (4), 1:1 ჟოაო მარიო (43), 1:2 დავიდ ნერეში (55)
მაკაბი ჰ-პსჟ 1:3
გოლები: 1:0 ჩერი (24), 1:1 მესი (37), 1:2 მბაპე (69), 1:3 ნეიმარი (88)
| თ | მ | ფ | წ | ბ | ქ | |
| 1. პსჟ | 2 | 2 | 0 | 0 | 5-2 | 6 |
| 2. ბენფიკა | 2 | 2 | 0 | 0 | 4-1 | 6 |
| 3. იუვენტუსი | 2 | 0 | 0 | 2 | 2-4 | 0 |
| 4. მაკაბი | 2 | 0 | 0 | 2 | 1-5 | 0 |