„იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა, კრისტიანო ჯუნტოლიმ გამორიცხა კლუბში პოლ პოგბას დაბრუნება.
ფრანგი ფეხბურთელის დისკვალიფიკაცია დოპინგზე 2025 წლის მარტში ამოიწურება და პოგბამ უკვე მოასწრო გამოეცხადებინა, რომ სურს ტურინულ კლუბში გამოსვლის გაგრძელება.
„ჩვენი პოზიცია ცხადია. პოგბა შესანიშნავი ფეხბურთელი იყო, ის დიდი ხანი არ თამაშობდა და გასულ წელს იძულებულნი ვიყავით, სხვა მოთამაშეებში მოგვეხდინა ინვესტირება. ასე რომ, ახლა ჩვენი შემადგენლობა სრულად დაკომპლექტებულია“, – მოჰყავს ჯუნტოლის სიტყვები Sky Sport-ს.