„იუვენტუსმა" „ნაპოლის" ოთხი ქულით გაუსწრო
„იუვენტუსმა" „ნაპოლის" ოთხი ქულით გაუსწრო

იტალიის სერია A-ში 26-ე ტურიდან გადადებული მატჩი გაიმართა. ტურინში ჩემპიონატის ლიდერმა “იუვენტუსმა” “ატალანტას” უმასპინძლა და თითო ტაიმში გატანილი თითო გოლით 2:0 მოიგო.

29-ე წუთზე გონსალო იგუაინმა ანგარიში დუგლას კოშტას პასით გახსნა, 81-ე წუთზე ბლეზ მატუიდიმ იგუაინის პასით მეორე გაიტანა. იგუაინისთვის ეს მიმდინარე ჩემპიონატში მე-15 გოლი იყო.

“იუვენტუსი” სერია A-ში 14 ტურია არ აგებს, ზედიზედ 11 მოგება აქვს და რვა მატჩია, გოლი არ გაუშვია. ტურინელები 74 ქულით ლიდერობენ და ოთხი ქულით უსწრებენ “ნაპოლის”.