„იუვენტუსმა“ იგუაინის შემცვლელად, შესაძლოა კეინი შეიძინოს
„იუვენტუსმა“ იგუაინის შემცვლელად, შესაძლოა კეინი შეიძინოს

ლონდონის „ტოტენჰემის“ ფორვარდი ჰარი კეინი, შესაძლოა „იუვენტუსში“ გადავიდეს, – იტყობინება გაზეთი „კორიერე დელო სპორტი“.

გამოცემის ინფორმაციით, იტალიის ჩემპიონი ეძებს გონსალო იგუაინის შემცვლელს. არგენტინელმა უარი თქვა იტალიაში დაბრუნებაზე და სამშობლოში დარჩა, სადაც მისი დედა მძიმე ავადმყოფობას ებრძვის.

წყარო ირწმუნება, რომ 26 წლის ინგლისელი იგუაინის იდეალური შემცვლელი იქნება. ასევე დადებითი ფაქტორია ის, რომ მადრიდის „რეალმა“ თქვა უარი კეინისთვის ბრძოლაზე.

მიმდინარე სეზონში კეინმა 25 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, 17 გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასი შეასრულა.