სტატისტიკური კომპანია Opta-ის ინფორმაციით, 2018 წელს, TOP 5 ქვეყნების საფეხბურთო ლიგების გუნდებიდან, ყველაზე საიმედოდ თავს ტურინის „იუვენტუსი“ იცავდა.
კალენდარული წლის განმავლობაში, იტალიის ჩემპიონმა საკუთარი კარი „მშრალად“ 22 მატჩში შეინახა. აღსანიშნავია, რომ ახალ წლამდე, „იუვენტუსს“ კიდევ ორი შეხვედრა აქვს ჩასატარებელი – „ატალანტასთან“ გასვლაზე და „სამპდორიას“ წინააღმდეგ საკუთარ მოედანზე.
„მშრალი“ მატჩების რაოდენობით, ახლოს არის „იუვენტუსთან“ „ატლეტიკო“ – 21. მესამე ადგილს იყოფენ „ლივერპული“ და „პარი სენ-ჟერმენი“ – 19. მეხუთეზეა 18 „მშრალი“ მატჩით „ნაპოლია“.