ტურინის „იუვენტუსისა“ და ამსტერდამის „აიაქსის“ შეხვედრას ფრანგ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი არბიტრი კლემან ტურპენი იქნება, რომელსაც ასისტენტობას ნიკოლას დანო და სირილ გრინგო გაუწევენ.
მეოთხე მსაჯი ბენუა ბასტიანი იქნება, ხოლო VAR-ის ოთახში ნიკოლას რაინვილი და ფრანსუა ლეტიე დასხდებიან.
აქვე გეტყვით, რომ ტურპინს „იუვეს“ თამაში ერთადერთხელ უმსაჯია. 2017 წლის 31 ოქტომბერს, ლისაბონში, „სპორტინგთან“ დაპირისპირება ფრედ, 1:1 დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი ამ გუნდებს შორის ამსტერდამში გაიმართა და საყაიმო ანგარიშით – 1:1 დასრულდა.