ტურინის „იუვენტუსის” მცველმა დანიელე რუგანიმ დადებითი ტესტი ჩააბარა ახალ კორონავირუსზე. ამის შესახებ იტალიის ჩემპიონის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაწერა.
იტყობინებიან, რომ დღეისთვის ავადმყოფობის პროცესი უსიმპტომოდ მიმდინარეობს. „იუვენტუსში” იზოლაციის ყველა პროცედურას ზედმიწევნით იცავენ. აღრიცხავენ ყველა ადამიანს, ვისთანაც ფეხბურთელს კონტაქტი ჰქონდა.
შეგახსენებთ, რომ იტალიის სერია A-ს გათამაშება შეჩერებულია კორონავირუსის ეპიდემიის გამო. „იუვენტუსის” უახლოესი მატჩი უნდა იყოს 17 მარტს, ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი მერვედფინალი „ლიონის” წინააღმდეგ. ეს შეხვედრა ცარიელი ტრიბუნების ქვეშ ჩაივლის.