„იუვენტუსის“ ფეხბურთელებმა ევრო 2020-ზე ყველაზე მეტი გოლი გაიტანეს #1TVSPORT
ევროპის ჩემპიონატის დრამატულ ფინალში იტალიამ ინგლისი პენალტების სერიაში დაამარცხა.
გაირკვა, რომ ევრო 2020-ზე ყველაზე მეტი გოლის ავტორები ტურინული გრანდის ფეხბურთელები გახდნენ. „იუვენტუსის“ მოთამაშეებმა ტურნირზე ჯამში 12 ბურთი გაიტანეს, მეორე ადგილზე „ბარსელონაა“ – 11 გოლი.
„იუვენტუსის“ ეს ძალიან საპატიო რეკორდი მას შემდეგ დამყარდა, რაც ბონუჩიმ ინგლისელთა კარში გოლი გაიტანა და იტალიის ჩემპიონობაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა.
„იუვენტუსის“ ფეხბურთელების მონაგარი: კრიშტიანო რონალდო (ხუთი გოლი – პორტუგალია), ალვარო მორატა (სამი გოლი – ესპანეთი), ფედერიკო კიეზა (ორი გოლი – იტალია), ლეონარდო ბონუჩი (ერთი გოლი – იტალია), აარონ რემსი (ერთი გოლი – უელსი).