„იუვენტუსი“ ზედიზედ მესამედ გამოეთიშა ლიგას მერვედფინალიდან - ჩემპიონთა ლიგა, 1/8 ფინალი, განმეორებითი მატჩის ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT
ფაქტები
* გაირკვა ყველა მეოთხედფინალისტი: „რეალი“, „ლივერპული“, „ბაიერნი“, „მანჩესტერ სიტი“, „ჩელსი“, „ატლეტიკო“, „ბენფიკა“ და „ვილიარეალი“.
ასე რომ, ბრძოლას ტურნირზე აგრძელებენ სამ-სამი გუნდი ინგლისიდან და ესპანეთიდან, თითო-თითო გერმანიიდან და პორტუგალიიდან.
* „იუვენტუსი“ ზედიზედ მესამედ გამოეთიშა ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალური ეტაპიდან.
* „ვილიარეალი“ პირველად გავიდა მეოთხედფინალში 2008-09 წლების სეზონის შემდეგ.
* „ვილიარეალის“ მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ მეოთხე ცდიდან პირველად მოიგო პლეი ოფის რაუნდი ჩემპიონთა ლიგაზე.
* „ვილიარეალი“ მეექვსე გუნდია „მანჩესტერ იუნაიტედის“, „დეპორტივოს“, „ბაიერნის“მ „რეალისა“ და „აიაქსის“ შემდეგ, რომელმაც პლეი ოფის მატჩი მოუგო სტუმრად „იუვენტუსს“.
იუვენტუსი-ვილიარეალი 0:3 (1:1)
გოლები: 0:1 ჟერარ მორენო (78-პენ), 0:2 ტორესი (85), 0:3 დანიუმა (90+2-პენ)
იუვენტუსი (4-4-2): შჩესნი – დანილო დე ლიგტი, რუგანი (79. დიბალა), დე შილიო – კუადრადო, ლოკატელი (83. ბერნარდესკი), არტური, რაბიო – ვლაჰოვიჩი, ალვარო მორატა (85. კინი).
ვილიარეალი (4-4-2): რული – ორიე, რაულ ალბიოლი, პაუ ტორესი, ესტუპინიანი – პინო (65. ჩუკვუეზე), დანი პარეხო (86. ალფონსო პედრასა), კაპუე, ტრიგეროსი (64. კოკლენი) – ლო სელსო (74. ჟერარ მორენო), დანიუმა.