ტურინის „იუვენტუსი“ ზაფხულში მადრიდის „რეალის“ ბრაზილიელი ფეხბურთელის, მარსელოს გადაბირებას შეეცდება, – იტყობინება „ტუტოსპორტი“.
შეგახსენებთ, რომ მადრიდელებმა ფრანგული „ლიონიდან“ ფერლან მენდი საკუთარ რიგებში 48 მილიონ ევროდ გადაიყვანეს და მას მარსელოს შემცვლელად მოიაზრებენ.
წყაროს ინფორმაციით, „ბებერი ქალბატონი“ „მარსელოსთვის“ კარგი კონტრაქტის შეთავაზებას აპირებს.