„იუვენტუსი“ ზაფხულში მარსელოს გადაბირებას შეეცდება
„იუვენტუსი“ ზაფხულში მარსელოს გადაბირებას შეეცდება

ტურინის „იუვენტუსი“ ზაფხულში მადრიდის „რეალის“ ბრაზილიელი ფეხბურთელის, მარსელოს გადაბირებას შეეცდება, – იტყობინება „ტუტოსპორტი“.

შეგახსენებთ, რომ მადრიდელებმა ფრანგული „ლიონიდან“ ფერლან მენდი საკუთარ რიგებში 48 მილიონ ევროდ გადაიყვანეს და მას მარსელოს შემცვლელად მოიაზრებენ.

წყაროს ინფორმაციით, „ბებერი ქალბატონი“ „მარსელოსთვის“ კარგი კონტრაქტის შეთავაზებას აპირებს.