„იუვენტუსი“ უეფა-სთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და მზად არის მიიღოს ევროთასებიდან ერთწლიანი დისკვალიფიკაცია #1TVSPORT
ტურინის „იუვენტუსი“ მოლაპარაკებებს აწარმოებს უეფა-სთან ევროტურნირებიდან შესაძლო დისკვალიფიკაციის გამო. სავარაუდო სასჯელის მიზეზი კლუბის ფინანსურ მაქინაციებთან დაკავშირებული სკანდალია, რის გამოც კლუბს სერია A-ში 10 ქულა ჩამოართვეს და ჩემპიონატი მეშვიდე ადგილზე დაასრულა.
გამოცემა Tuttosport-ის ინფორმაციით, ტურინული კლუბი მზად არის, წავიდეს გარიგებაზე უეფა-სთან და გამოტოვოს 2023-24 წლების ევროპული სეზონი, რომელშიც „იუვენტუსს“ კონფერენციის ლიგაში უნდა ეთამაშა. იტალიელები ელოდებიან, რომ ამის საპასუხოდ უეფა დახურავს საქმეს „იუვენტუსში“ ლიცენზირების წესებისა და ფინანსური ფეარ პლეის სავარაუდო დარღვევის შესახებ.