„იუვენტუსი“ სეზონის პირველ შეხვედრაში „ტოტენჰემს“ დაუპირისპირდება
„იუვენტუსი“ სეზონის პირველ შეხვედრაში „ტოტენჰემს“ დაუპირისპირდება

ტურინის „იუვენტუსმა“ სეზონისწინა მზადება რამდენიმე დღეა, რაც დაიწყო. იტალიური გრანდი თავის პირველ შეხვედრას სინგაპურში 21 ივლისს, ლონდონის „ტოტენჰემ ჰოტსპურთან“ გამართავს.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდებს ერთმანეთში არაერთხელ უთამაშიათ. ბოლო დაპირისპირებები კი 2018 წელს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გაიმართა, სადაც ორრაუნდიან პაექრობაში „იუვენტუსი“ უფრო ძლიერი აღმოჩნდა.

„ტოტენჰემის“ გარდა ტურინელები ამხანაგურ შეხვედრებს „ინტერისა“ და მადრიდის „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ გამართავენ.