„იუვენტუსი“ ნეიმარით ინტერესდება და გარიგებაში დიბალას ჩართვა უნდა
„იუვენტუსი“ ნეიმარით ინტერესდება და გარიგებაში დიბალას ჩართვა უნდა

ტურინის „იუვენტუსი“ ინტერესს გამოთქვამს „პარი სენ-ჟერმენის“ ბრაზილიელი ფორვარდის ნეიმარის მიმართ, – წერს „მუნდო დეპორტივო“.

წყაროს ცნობით, იტალიური კლუბი აპირებს შექმნას ნეიმარისა და კრიშტიანო რონალდოს შემტევი დუეტი. „იუვენტუსი“ მზად არის, სავარაუდო გარიგებაში ჩართოს არგენტინელი ფორვარდი პაულო დიბალა. პრობლემა კი შეიძლება გახდეს ბრაზილიელის ხელფასი, რომელიც წელიწადში 36 მილიონ ევროს შეადგენს. ტურინელები მზად არ არიან ასეთი თანხის გადასახდელად.

28 წლის ნეიმარმა საფრანგეთის ჩემპიონატის 15 მატჩში 13 გოლი გაიტანა, 26 წლის დიბალამ სერია A- 24 მატჩში შვიდი გოლი მიითვალა.