„იუვენტუსი“ ნეიმარის ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებას მართავს #1TVSPORT

11:59, 27.06.2022

პსჟ-ს ბრაზილიელმა თავდამსხმელმა, შესაძლოა, კარიერა იტალიის ჩემპიონატში გააგრძელოს, – იუწყება AS.

გამოცემის ინფორმაციით, ტურინული კლუბის ხელმძღვანელობა ნეიმარის ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებას აწარმოებს.

როგორც ევროპულ პრესაში იწერება, ნეიმარის შეძენით „ჩელსი“ და „ბარსელონაც“ დაინტერესებულები არიან.

აღნიშნავენ, რომ პარიზული კლუბის მენეჯერები ზაფხულის ამ სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ნეიმარის გასხვისების წინააღმდეგები არ იქნებიან.

გასულ სეზონზე ნეიმარმა პსჟ-ს შემადგენლობაში 28 მატჩი გამართა, გაიტანა 13 გოლი და 8 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

მსგავსი