„იუვენტუსი“ მზად არის, რომ „ტოტენჰემის“ კორეელ თავდამსხმელში 89.5 მილიონი ევრო გადაიხადოს
„იუვენტუსი“ მზად არის, რომ „ტოტენჰემის“ კორეელ თავდამსხმელში 89.5 მილიონი ევრო გადაიხადოს

„ტოტენჰემის“ კორეელმა ფორვარდმა, სონ ჰინ მინმა, შესაძლოა, კარიერა იტალიის ჩემპიონატში გააგრძელოს, – იუწყება Calciomercato.

იტალიური გამოცემის ინფორმაციით, ტურინული გრანდის ხელმძღვანელობა მზად არის, რომ „ტოტენჰემის“ თავდამსხმელში 89.5 მილიონი ევრო გადაიხადოს.

სონ ჰინ მინის მიმდინარე კონტრაქტი „ტოტენჰემთან“ 2023 წლამდე არის ძალაში.

საინტერესოა, რომ იტალიური მხარე თითქმის ზუსტად იმ თანხას ასახელებს, რამდენიც „ტრანსფერმარკტზე“ სონ ჰინ მინის ღირებულებაა – 90 მილიონი ევრო.

მიმდინარე სეზონში კორეელმა ფორვარდმა 34 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 17 გოლი და 12 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.