„იუვენტუსი“ მზად არის 42 წლის ბუფონს კონტრაქტი გაუხანგრძლივოს
„იუვენტუსი“ მზად არის 42 წლის ბუფონს კონტრაქტი გაუხანგრძლივოს

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარე ჯანლუიჯი ბუფონმა შესაძლოა, თავის ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტი გააგრძელოს.

წყაროს ცნობით, „ბებერი სინიორას“ ხელმძღვანელობა მზად არის, შესთავაზოს 42 წლის გოლკიპერს ახალი ხელშეკრულება. მისი ხანგრძლივობა ერთი სეზონი იქნება.

ბუფონის თამაშმა იტალიის თასის ნახევარფინალის პირველ მატჩში “მილანის” წინააღმდეგ, დაარწმუნა „იუვენტუსის“ ბოსები, რომ მეკარეს ისევ შეუძლია ძველ დონეზე გამოსვლა. მარტში ბუფონი შეხვდება პრეზიდენტ ანდრეა ანიელის და თავის გეგმებზე მოუყვება.

ვეტერანი „იუვენტუსში“ 2001 წლიდან თამაშობს. 2018 წელს ის „პარი სენ-ჟერმენში“ გადავიდა, მაგრამ ერთი წლის შემდეგ დაბრუნდა ტურინში.

ამ სეზონში ბუფონმა შვიდი მატჩი ჩაატარა იტალიის ჩემპიონატში და შვიდი გოლი გაუშვა.