„ტოტენჰემმა“ და „იუვენტუსმა“ თითქმის მიაღწიეს შეთანხმებას ტურინელთა შვედი გარემარბის დეიან კულუსევსკის ინგლისში გადასვლის შესახებ, – წერს ინტერნეტგამოცემა TuttoMercatoWeb.
მხარეებმა უკვე შეათანხმეს გარიგების დეტალები: ერთი მილიონი ევრო სეზონის ბოლომდე იჯარისთვის და 30 მილიონი ევრო ფეხბურთელზე უფლებების გამოსასყიდად.
2021-22 წლების სეზონში კულუსევსკიმ 27 მატჩში ორი გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.