„იუვენტუსი“ კულუსევსკის „ტოტენჰემში“ უშვებს #1TVSPORT
„იუვენტუსი“ კულუსევსკის „ტოტენჰემში“ უშვებს #1TVSPORT

„ტოტენჰემმა“ და „იუვენტუსმა“ თითქმის მიაღწიეს შეთანხმებას ტურინელთა შვედი გარემარბის დეიან კულუსევსკის ინგლისში გადასვლის შესახებ, – წერს ინტერნეტგამოცემა TuttoMercatoWeb.

მხარეებმა უკვე შეათანხმეს გარიგების დეტალები: ერთი მილიონი ევრო სეზონის ბოლომდე იჯარისთვის და 30 მილიონი ევრო ფეხბურთელზე უფლებების გამოსასყიდად.

2021-22 წლების სეზონში კულუსევსკიმ 27 მატჩში ორი გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.