„ინსტაგრამში“ ტურინის „იუვენტუსის“ პოპულარობა იზრდება. 2018 წლის ივლისში იტალიის ჩემპიონს 10 მილიონი გამომწერი ჰყავდა, დღეს კი ეს რიცხვი 34 მილიონს აღწევს. ტურინული კლუბი შესულია მსოფლიოს 100 ყველაზე პოპულარულ „ექაუნთში“. „იუვენტუსი“ მესამე ადგილზეა კლუბებს შორის – მასზე წინ არიან მხოლოდ „რეალი” და „ბარსელონა“. ყოველდღე, „იუვენტუსს“ დაახლოებით 30 ათასი ხელმომწერი ემატება.
გარდა ამისა, „იუვენტუსს“ „ინსტაგრამში“ ყველაზე პოპულარულ იტალიურ ბრენდებს შორის მეორე ადგილი უჭირავს. იტალიის ჩემპიონი ჩამორჩება მხოლოდ Gucci-ს (38,3 მლნ) და უსწრებს ისეთ გიგანტებს, როგორებიც არიან Lamborghini (24,1 მლნ), Dolce & Gabbana (23 მლნ) და Prada (22 მლნ).
როგორც ვარაუდობენ, კლუბის ხელმომწერთა რაოდენობის ზრდა 2018 წელს, „იუვენტუსში“ კრიშტიანო რონალდოს გადასვლას უკავშირდება.