„იუვენტუსი“ ფლორენციელებს კიეზას სანაცვლოდ იგუაინს სთავაზობს
„იუვენტუსი“ ფლორენციელებს კიეზას სანაცვლოდ იგუაინს სთავაზობს

„იუვენტუსი“ სერიოზულად არის დაინტერესებული „ფიორენტინას“ თავდამსხმელის, ფედერიკო კიეზას შეძენით, – ინფორმაციას Football Italia ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ტურინელები 22 წლის შემტევის სანაცვლოდ მზად არიან, გონსალო იგუაინს შეელიონ. იტყობინებიან, რომ არგენტინელი ფორვარდი „ფიორენტინაში“ გადასვლაზე თანახმაა და ამავდროულად დაკლებულ ხელფასზეც არ იტყვის უარს.

2019/2020 წლების სეზონში კიეზამ ფლორენციელთა რიგებში 30 შეხვედრა ჩაატარა, მის ანგარიშზე კი შვიდი გოლი და ხუთი შედეგიანი გადაცემაა.

პორტალი Transfermarkt.com თავდამსხმელს 48 მილიონ ევროდ აფასებს.

დატოვე კომენტარი