„იუვენტუსი“ დიბალასთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს და სეზონზე 10 მილიონ ევროს გადაუხდის
„იუვენტუსი“ დიბალასთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს და სეზონზე 10 მილიონ ევროს გადაუხდის

„იუვენტუსის“ ხელმძღვანელობა პაულო დიბალასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავს.

განახლებული ხელშეკრულების თანახმად. არგენტინელი ფეხბურთელი სეზონის განმავლობაში 10 მილიონ ევროს მიიღებს, – იუწყება Corriere Torino.

წყაროს ინფორმაციით, დიბალასთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.

26 წლის არგენტინელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონზე „იუვენტუსის“ შემადგენლობაში 34 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 13 ბურთი და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა.