„იუვენტუსი“ დიბალას იკარდიში გაცვლას გეგმავს
„იუვენტუსი“ დიბალას იკარდიში გაცვლას გეგმავს

ტურინის „იუვენტუსი“ აპირებს გაიფორმოს „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი მაურო იკარდი.

იტალიური პრესის ცნობით, იტალიის ჩემპიონი პარიზულ კლუბს გაცვლას სთავაზობს, კერძოდ, მზად არის იკარიდისთვის ფორვარდი პაულო დიბალა დათმოს.

დიდი ალბათობით, გარიგება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას შედგება.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ „იუვენტუსი“ აპირებს დეკემბერში ან იანვრის დასაწყისში შეხვდეს დიბალას აგენტებს და მათთან ახალი კონტრაქტის დეტალები განიხილოს. მხარეები შორს არიან შეთანხმებასთან, რადგან ფეხბურთელი დიდ ხელფასს ითხოვს.

27 წლის დიბალა „იუვენტუსში“ 2015 წლიდან თამაშობს. მისი მიმდინარე ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულამდეა ძალაში. ამ სეზონში არგენტინელმა ცხრა მატჩში ერთი გოლი გაიტანა.

მისმა თანამემამულე იკარდიმ ხუთი შეხვედრა ჩაატარა და ორჯერ გამოიჩინა თავი. ფორვარდის ხელშეკრულება „პარი სენ-ჟერმენთან“ 2024 წლის ივლისამდე მოქმედებს.