„იუვენტუსს“ ანხელ დი მარიას გადმობირება სურს და არგენტინელს ერთწლიან კონტრაქტს სთავაზობს, – იუწყება La Gazzetta dello Sport. შეგახსენებთ, რომ დი მარია ახლა თავისუფალი აგენტია და ამ სტატუსით ფეხბურთელის შეძენა (ფინანსური თვალსაზრისით) გაცილებით მომგებიანია.
იტალიური გამოცემის ინფორმაციით, ტურინული კლუბი კონკურენტებთან შედარებით ყველაზე ახლოს არის, რათა არგენტინელ ფეხბურთელთან ხელშეკრულება გააფორმოს.
დი მარიას შეძენით სხვა კლუბებიც არიან დაინტერესებულები. „იუვენტუსის“ მთავარი კონკურენტი „ბარსელონაა“, რადგან დი მარია კატალონიელებისთვისაც ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნეა.
ანხელ დი მარიას ბოლო კლუბი „პარი სენ-ჟერმენი“ იყო, სადაც 2015 წლიდან თამაშობდა.