„იუვენტუსი" და „ბარსელონა" დიდ გაცვლაზე მუშაობენ
„იუვენტუსი" და „ბარსელონა" დიდ გაცვლაზე მუშაობენ

ტურინის „იუვენტუსი” და „ბარსელონა” გრანდიოზულ გაცვლას გეგმავენ.

„კალჩიომერკატო“-ს (Calciomercato) ინფორმაციით, კატალონური კლუბი იმედოვნებს ტურინელთა გარემარბის ფედერიკო ბერნარდესკის ხელში ჩაგდებას.

სანაცვლოდ, „იუვენტუსი” ითხოვს ნახევარმცველ ივან რაკიტიჩსა და მცველ სამუელ უმტიტის.

ამ სეზონში ბერნარდესკიმ ყველა ტურნირზე 24 მატჩი ჩაატარა და თითო გოლი და შედეგიანი პასი მიითვალა.