„იუვენტუსი“, „ბარსელონა“ და „რეალი“ სუპერლიგის ახალ ფორმატს განიხილავენ #1TVSPORT
„იუვენტუსი“, „ბარსელონა“ და „რეალი“ მუშაობენ სუპერლიგის ფორმატის შეცვლაზე და იმედოვნებენ, რომ პროექტი ამოქმედდება.
გერმანული გამოცემა Der Spiegel-ის მონაცემებით, ეს კლუბები უშვებენ იმას, რომ გუნდები შეიძლება გავარდნენ სუპერლიგიდან და მათი ადგილი სხვებმა დაიკავონ.
განიხილება ტურნირის ფორმატის შეცვლის ორი ვარიანტი.
პირველი – სამი კლუბი გავარდება სუპერლიგა I-დან სუპერლიგა II-ში, ხოლო სუპერლიგა II-დან სუპერლიგა I-ში გადავა ორი კლუბი. კიდევ ერთი კლუბი მიიღებს wild card-ს (განსაკუთრებული მიწვევა გუნდისთვის, რომელმაც კვალიფიკაცია ვერ გაიარა).
ცვლილებების მეორე პროექტი ჰგავს ამჟამინდელ ჩემპიონთა ლიგას. სუპერლიგა II-ში გუნდები მოხვდებიან ეროვნული ჩემპიონატის შედეგების მიხედვით. ასე რომ, სუპერლიგა II-ის შემადგენლობა ყოველწლიურად შეიცვლება. იქ შევა 17 კლუბი და კიდევ სამი გუნდი, რომლებიც სუპერლიგა I-დან გავარდებიან.