„იუვენტუსი“ არგენტინის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირით ინტერესდება #1TVSPORT
„იუვენტუსი“ დაინტერესებულია არგენტინული „რივერ პლეიტის“ ფორვარდით ხულიან ალვარესით. ამის შესახებ იტყობინება ტელეკომპანია ESPN.
იტალიური კლუბი ფიქრობს იმაზე, რომ 21 წლის არგენტინელი იანვარში შეიძინოს.
კლუბებს შორის უკვე გაიმართა არაფორმალური მოლაპარაკებები. „იუვენტუსი“ მზად არის გადაიხადოს 15 მილიონი ევრო, კიდევ 10 მილიონი გათვალისწინებული იქნება ბონუსებით.
თავის მხრივ, „რივერ პლეიტი“ ალვარესის გაყიდვით 20 მილიონის მიღებას ვარაუდობს. აღნიშნული თანხა ჩაწერილია ფეხბურთელის ამჟამინდელ კონტრაქტში.
ამ სეზონში ალვარესს არგენტინის ჩემპიონატის 16 მატჩში 15 გოლი და ხუთი შედეგიანი პასი დაუგროვდა.