იუვალ შტაინიცი - თუ სირია ირანს ისრაელზე თავდასხმის საშუალებას მისცემს, ისრაელმა შესაძლოა, ბაშარ ასადი მოკლას
ისრაელის ენერგეტიკის მინისტრი აცხადებს, რომ თუ სირია ირანს ისრაელზე თავდასხმის საშუალებას მისცემს, ისრაელმა შესაძლოა, ბაშარ ასადი მოკლას, – ამის შესახებ ინფორმაციას Times of Israel ავრცელებს.
„თუ ასადი ირანელებს მოქმედების საშუალებას მისცემს, მან უნდა იცოდეს, რომ სასიკვდილო განაჩენს მოაწერს ხელს და ეს მისი დასასრული იქნება. ჩვენ მის რეჟიმს ჩამოვაგდებთ“, – განაცხადა იუვალ შტაინიცმა.
ისრაელის მთავრობის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ თელ-ავივის სირიის ტერიტორიაზე ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მუდმივი ბაზების ყოფნას არ დაუშვებს.
გავრცელებული ცნობით, სირიაში ისრაელის ავიაციის მიერ ირანის ბაზის დაბომბვის გამო, თეირანი საპასუხო დარტყმას ამზადებს.