იუტის უდაბნოში აღმოჩენილი ლითონის უცნაური მონოლითი მოულოდნელად გაქრა — #1tvმეცნიერება
იუტის უდაბნოში აღმოჩენილი ლითონის უცნაური მონოლითი მოულოდნელად გაქრა — #1tvმეცნიერება

უცნაურად გამოჩნდა და უცნაურადვე გაქრა. რამდენიმე დღის წინ, იუტის შტატის ერთ-ერთ მიყრუებულ უდაბნოში ლითონის უცნაური მონოლითი შენიშნეს. თუმცა, ახლახან ის მოულოდნელად გაქრა.

გასულ კვირაში ობიექტი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც იუტის შტატის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტმა უცნაური, 3-მეტრიანი პრიალა სვეტის აღმოჩენის შესახებ განაცხადა. მისი წარმომავლობა სრულიად უცნობი იყო.

რამდენი ხანია, რაც ის იქ არის? ვინ დადგა? რატომ? როგორ? რაიმე კავშირშია თუ არა უცხოპლანეტელებთან? (დიდი ალბათობით არა, მაგრამ გამორიცხული მაინც არაფერია).

ნებისმიერ შემთხვევაში, ობიექტი, რომელიც კანადური ცხვრების აეროდათვალიერების დროს შენიშნეს, იუტის ქვიშაქვის უდაბნოს ძალიან მიყრუებულ ნაწილში შენიშნეს. დეპარტამენტი მის ზუსტ ადგილმდებარეობას არ ასახელებდა და საზოგადოებას მოუწოდებდა, მისი მოძებნა არც ეცადათ.მიუხედავად ამისა, ზოგიერთმა მას მაინც მიაგნო. მოქალაქე დევიდ სარბერმა მონოლითი იპოვა და ინსტაგრამზე მასთან გადაღებული ფოტოებიც გამოაქვეყნა.

ადგილობრივები და ხელისუფლება შიშობდა, რომ ვიზიტორებს შეიძლება დაეზიანებინათ ადგილობრივ ამერიკელთა არტეფაქტები და არქეოლოგიური ძეგლები. ამიტომ, იქ მსგავსი ობიექტების მონტაჟი აკრძალულია.

იუტის შტატის მიწის მენეჯმენტის ბიურო ამჯერად აქვეყნებს განცხადებას, რომელშიც აღნიშნავს, რომ მონოლითი იქ აღარ არის, მაგრამ უცნობია, ვინ მოხსნა ან სად გაქრა. ბიურო იქვე მიუთითებს, რომ სტრუქტურა მას არ აუღია.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.