იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ იუსტიციის უმაღლესი სკოლის 2017 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ იუსტიციის უმაღლესი სკოლის 2017 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირეტორის 2017 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა.
იუსტიციის სკოლის დიდეტოქრის, ლაშა მაღრაძის თქმით, დღეს საბჭოს წევრებმა მოისმინეს ანგარიში და საბჭოს წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის მხრიდან გამოითქვა მოსაზრება, რომ
მოსამართლეების დამოუკიდებლობის ხარისხის გასაზრდელად, ჩატარდეს დამატებითი სასწავლო კურსები.

ლაშა მაღრაძე არ გამორიცხავს, რომ საბჭოსთან კონსულტაციის შედეგად აღნიშნული მოსაზრება სკოლამ გაითვალისწინოს.

“დღეს ჩვენ წარვადგინეთ ინფორმაცია იუსტიციის უამღლეს საბჭოს სკოლის მიერ 2017 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ.  ძირითადი მიმართულება შეეხებოდა სამოსამართლო კანდიდატების მომზადებას, მოქმედი მოსამართლეების პროფესიულ განვითარებას, ასევე, სასწავლო ტრეინინგებისა და მოდულების შექმნას. მთლიანობაში სკოლას აქტიურად მხას უჭერდა სხვადასხვა საერთაშორისო ირგანიზაციები, მათ შორის ევროპის საბჭო.

რაც შეეხება კითხვას მოსამართლის დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდასთან დაკავშირებით, შემიძლია დაბეჯითებით გითხრათ, რომ აღნიშნული საკითხი იფარება მოსამართლის ეთიკის კურსის ფარგლებში, რომელიც ტარდება როგორც სამოსამართლო კანდიდატებისთვის, ასევე მოსამართლეებისთვის. თუმცა ეს შეიძლება გახდეს განხილვის საგანი და საბჭოსთან კონსულტაციის საფუძველი, შესაძლებელია გარკვეული თემების ინტეგრირება მოხდეს იმ კურსში, რომელიც შეეხება მოსამართლის ეთიკას“, – განმარტა ლაშა მაღრაძემ.

მოსამართლის დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდასთან დაკავშირებით დამატებითი კურსების აუცილებლობაზე აქცენტი სხდომის დაწყებამდე საბჭოს წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა გააკეთა.

“როგორც იცით, ცოტა ხნის წინ, იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებულებმა დადეს მოსამართლის ფიცი. რეალურად ჩვენ არ ვზრუნავთ იმაზე, რომ დადებული ფიცი, რომელშიც არის ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვები და გულისხმობს პირველ რიგში მოსამართლის დამოუკიდებლობას, თუ როგორ ხორციელდება ეს პრაქტიკაში. ამას ხელი უნდა შეუწყოს იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ, მაგრამ რა ფორმით? დღეს მე დავსვამ ამ შეკითხვას, რადგან მაინტერესებს, თუ ტარდება ისეთი ტიპის სემინარები, რომელიც გულისხმობს ფუნდამენტურ ღირებულებებს, რომელსაც უნდა იზიარებდეს და ხელმძღვანელობდეს მოსამართლე თავის საქმიანობაში. ჩვენთან საქართველოში ამ დრომდე ასეთი სემინარები არ ჩატარებულა“, – განმარტა ნაზი ჯანეზაშვილმა.