იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა 18 დეკემბერს გაიმართება
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა 18 დეკემბერს გაიმართება

18 დეკემბრის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე საბჭოს წევრები დღის წესრიგით რვა საკითხს განიხილავენ.

საკითხებს შორის არის, მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის ცვლილება.

წინასწარი ინფორმაციით, მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევ კრიტერიუმებს კეთილსინდისიერებასა და კომპეტენტურობას ემატება კიდევ ერთი კრიტერიუმი. ჯერ უცნობია, რა ცვლილება შევა საკითხში. საკითხზე მომხსენებელი საბჭოს წევრი ლევან თევზაძეა.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრებას 26 დეკემბრიდან დაიწყებს. ცნობილია სია, რომელშიც სულ 82 კანდიდატია.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა 11:00 საათზე დაიწყება.