იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა განაცხადების მიღებას  ხვალიდან იწყებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა განაცხადების მიღებას ხვალიდან იწყებს

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა შერჩევა დაიწყო. საბჭო  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების განაცხადებს 11 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით მიიღებს.

შესაბამისი გადაწყვეტილება საბჭომ დღევანდელ სხდომაზე ერთხმად მიიღო. უზენაეს სასამართლოში მოხვედრის მსურველებს შეუძლიათ, სამი კვირის განმავლობაში, საბჭოში შესაბამისი განაცხადი ელექტრონული ფორმით გაგზავნონ.

რაც შეეხება განაცხადის ფორმას, რომელიც კანდიდატებმა უნდა შეავსონ, ის საბჭომ გასულ სხდომაზე ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.