იუსტიციის სამინისტრო – თეა წულუკიანი შვებულებაშია და სამსახურში 9 ივლისს დაბრუნდება

18:21, 27.06.2018

თეა წულუკიანი შვებულებაშია და სამსახურში 9 ივლისს დაბრუნდება, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროში წულუკიანის შესახებ ბოლო დღეებში მედიის წარმომადგენლების მიერ დასმული შეკითხვების საპასუხოდ აცხადებენ.

სამინისტროში განმარტავენ, რომ თეა წულუკიანი შვებულებაში პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეთანხმებით იმყოფება.

„ბოლო დღეებში მედიის წარმომადგენლების მიერ დასმული მრავალი კითხვის პასუხად, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეთანხმებით, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იმყოფება შვებულებაში შვილთან და მეუღლესთან ერთად და სამინისტროს დაუბრუნდება 9 ივლისს. მოცემული შვებულება ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ იქნა შეთანხმებული პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან მინისტრის ივლის-აგვისტოს დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე.

შვებულების შემდგომ პირველ სამუშაო დღეს, 9 ივლისს, 14:00 საათზე, მინისტრი გახსნის საზოგადოებრივ ცენტრს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში“, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

მსგავსი