იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილედ თამარ ტყეშელაშვილი დაინიშნა
იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილედ თამარ ტყეშელაშვილი დაინიშნა

იუსტიციის მინისტრმა პირველი მოადგილის პოსტზე თამარ ტყეშელაშვილი წარადგინა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, თამარ ტყეშელაშვილი იუსტიციის სამინისტროში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის საქმიანობას უხელმძღვანელებს.

თამარ ტყეშელაშვილი პროფესიით იურისტია. არის ადვოკატთა ასოციაციის წევრი. მას აქვს როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში მუშაობის მდიდარი გამოცდილება; იყო პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი და მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში, პრემიერთან არსებული ინვესტორთა საბჭოს სამუშაო ჯგუფის წევრი, იურიდიული ფირმა MKD Law-ის პარტნიორი და ბიზნესის განვითარების კომიტეტის წევრი. თამარ ტყეშელაშვილი სხვადასხვა ბიზნესკომპანიის წარმომადგენლის სტატუსით არაერთი მსხვილი საინვესტიციო პროექტის განხორციელებაში მონაწილეობდა როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში; წარმოადგენდა კომპანიებს: Société Générale, Bank of New York Mellon, NASDAQ OMX, EBRD, Western Union, IBM, Marriot Hotels International, New Line Cinema, NewsCorp და სხვ. ამჟამად პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

თამარ ტყეშელაშვილს განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მას გავლილი აქვს სასერტიფიკატო პროგრამა ბრიუსელში, სენტ-ლუისის უნივერსიტეტში ევროკავშირისა და საერთაშორისო სამართლის მიმართულებით; ჟენევის Graduate Institute-ში კი – საერთაშორისო სავაჭრო სამართლისა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციებში პრაქტიკის მიმართულებებით. თამარ ტყეშელაშვილი ფლობს ინგლისურ, რუსულ და უკრაინულ ენებს.