იურიდიულმა კომიტეტმა ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს მხარი არ დაუჭირა
იურიდიულმა კომიტეტმა ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს მხარი არ დაუჭირა

პრეზიდენტის მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს მხარი არ დაუჭირეს.

კენჭისყრისას თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურებს კომიტეტის არცერთმა წევრმა არ მისცა ხმა.

კომიტეტის მხარდაჭერა ვერ მიიღეს ვერც ცესკო-ს წევრობის კანდიდატებმა – ლევან ისაკაძემ, ქრისტინე ქაჯაიამ, გიორგი მარსაგიშვილმა და ნათია წიპტაურმა.

საბოლოო გადაწყვეტილება დეპუტატებმა პლენარულ სხდომაზე უნდა მიიღონ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კენჭი უყარეს და მხარი დაუჭირეს დასკვნას, რომლის თანახმადაც, ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს პლენარულ სხდომაზე მოსმენის გარეშე უყრიან კენჭს.