იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მსჯელობენ კანონპროექტზე, რომლის თანახმადაც, მანდატებზე უარის თქმის შემთხვევაში, პარტია საბიუჯეტო დაფინანსებასა და რიგ პრივილეგიებს კარგავს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მსჯელობენ კანონპროექტზე, რომლის თანახმადაც, მანდატებზე უარის თქმის შემთხვევაში, პარტია საბიუჯეტო დაფინანსებასა და რიგ პრივილეგიებს კარგავს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე მსჯელობენ, რომლის გათვალისიწინებითაც, პარტია, რომელიც მანდატებზე უარს იტყვის, საბიუჯეტო დაფინანსებასა და კანონით განსაზღვრულ რიგ პრივილეგიებს კარგავს.

საუბარია „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში, „საარჩევნო კოდექსსა“ და პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებზე.

საკანონმდებლო ცვლილებები „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა, რომელიც პარლამენტს გასული წლის დეკემბერში წარედგინა, პირველი მოსმენით მიიღეს და დასკვნისთვის ვენეციის კომისიას გაუგზავნეს.

ვენეციის კომისიამ პროექტზე საკუთარი შენიშვნები გამოთქვა.