იურიდიულ საკითხთა კომიტეტის პირველ მოადგილედ დავით მათიკაშვილის არჩევა დღეს განიხილება
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის პირველ მოადგილედ დავით მათიკაშვილის არჩევა დღეს განიხილება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დღეს კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი პირველ მოადგილედ დავით მათიკაშვილის არჩევის საკითხს განიხილავს.

„მივიღე გადაწყვეტილება ბატონი დავითის პირველ მოადგილედ წარდგენის შესახებ. რა თქმა უნდა, ამ საკითხთან დაკავშირებით გაიმართა პოლიტიკური კონსულტაცია და ეს გადაწყვეტილება პარტიის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით მივიღე“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომიტეტზე ასევე „ევროპული საქართველო“ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებასთან დაკავშირებით ახალ კანონპროექტს წარადგენს. კანონპროექტი გულისხმობს, რომ მოსამართლეობის ყველა კანდიდატი წარდგეს საზოგადოების წინაშე და სრულიად გამჭვირვალედ ჩატარდეს მათი შერჩევის პროცესი.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ოთარ კახიძის განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რიგით წევრებს უნდა მიეცეთ საშუალება, რომ კანდიდატი დაასახელონ.