იური როსტი - ყიფიანი საბჭოთა კრუიფი იყო
იური როსტი - ყიფიანი საბჭოთა კრუიფი იყო

ცნობილმა რუსმა ფოტოგრაფმა და ჟურნალისტმა იური როსტმა (ვინც 9 აპრილის კადრები აღბეჭდა), „სპორტთან“ ინტერვიუში გამორჩეული ფეხბურთელები გაიხსენა, მაგრამ მათ შორის თბილისის „დინამოს“ ლეგენდა, დავით ყიფიანი გამოარჩია და ის ნიდერლანდელ იოჰან კრუიფს შეადარა.

დავით ყიფიანზე მას შემდეგ ილაპარაკა, რაც კიევში დაბადებულს კითხვა დაუსვეს – „გასაკვირია, რომ არა კიევის „დინამოს“, არამედ თბილისის „დინამოს“ გულშემატკივრობდით“.

„მე ყოველთვის ის გუნდი მიყვარდა, რომელიც ლამაზად თამაშობდა. კიევის „დინამო“ მხოლოდ მასლოვის დროს იყო ძალიან კარგი. მერე თბილისელებს ვქომაგობდი – შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა ყიფიანთან, საშა ჩივაძესთან. მიმაჩნია, რომ ყიფიანი კრუიფის საბჭოთა ვერსია იყო, შეიძლებოდა, მთელი მატჩის განმავლობაში მარტო მისთვის გეცქირათ. კიდევ ვის გამოვარჩევდი ყიფიანის გარდა? სტრელცოვს, რომელიც უპირობო გენიოსი იყო, სსრკ-ს ისტორიაში საუკეთესოც. მაგრამ გაანადგურეს“, – ამბობს იური როსტი.

მართალია, როსტი უფრო პოლიტიკურ თემებზე მუშაობდა, მაგრამ კიევში დაბადებულმა ახალგაზრდამ ფიზკულტურის ისნტიტუტი დაამთავრა, იყო წყალბურთელი და სპორტის სიყვარული მთელი ცხოვრება გაჰყვა. ოთხჯერ იმუშავა ოლიმპიადაზე და ბევრი სპორტსმენის ცნობილი ფოტოს ავტორია, მათ შორის გამორჩეულ ადგილს იკავებს – „ყიფიანი წავიდა“.

დატოვე კომენტარი