იური ლუიკი - ნატო-მ და საქართველომ უნდა გააგრძელონ მუშაობა, რომ ერთ დღეს მოგესალმოთ, როგორც ნატო-ს წევრებს
იური ლუიკი - ნატო-მ და საქართველომ უნდა გააგრძელონ მუშაობა, რომ ერთ დღეს მოგესალმოთ, როგორც ნატო-ს წევრებს

ესტონეთის თავდაცვის მინისტრი იური ლუიკი აცხადებს, რომ ნატო-მ და საქართველომ უნდა გააგრძელონ ერთობლივი მუშაობა. ამის შესახებ მან საქართველოს პირველ არხთან საუბრისას ლონდონში, ნატო-ს ლიდერთა შეხვედრის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

„უმნიშვნელოვანესია, რომ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა იყოს ნატო-სა და საქართველოს შორის. ეს ასეც ხდება. საქართველო ალიანსის სპეციალური პარტნიორია, ეს აღიარებულია ნატო-ს მიერაც. ნატო-მ და საქართველომ უნდა გააგრძელონ ერთობლივი მუშაობა ისე, რომ ერთ დღეს ჩვენ მოგესალმოთ, როგორც ნატო-ს წევრებს.

ბუქარესტის სამიტის დეკლარაცია ცოცხალია, ვალიდურია და საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს წევრები – წერტილი. რუსეთი ყველასთვის შეშფოთების თემაა, მათ შორის საქართველოსთვის, მათ შორის ესტონეთისთვის. საჭიროა ღიად და მკაფიოდ საუბარი იმაზე, რომ რუსეთის ქცევა მის სამეზობლოში საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან არ იქნება მიღებული“, – განაცხადა იური ლუიკმა.