იურგენ კლოპმა ლიგის ფავორიტი დაასახელა
იურგენ კლოპმა ლიგის ფავორიტი დაასახელა

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა აღიარა, რომ შვება იგრძნო, როცა მის გუნდს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში „იუვენტუსთან“ შეხვედრა არ მოუწია. წილისყრამ „ლივერპულს“ მეტოქედ „ბაიერნი“ არგუნა.

„ასი პროცენტით გულახდილი რომ ვიყო, ჩემთვის ამ ეტაპზე მხოლოდ ორი კლუბი იყო, რომელთან შეხვედრა არ მსურდა – „დორტმუნდთან“ და „იუვენტუსთან“. ეს უკანასკნელი ტურნირის მთავარ ფავორიტად მიმაჩნია. „იუვენტუსი“ ძალიან გამოცდილია. მისი ასაკოვანი დაცვის ხაზი გაუვალი ჩანს. წელს მართლაც რთული იქნება ამ გუნდის დამარცხება“, – თქვა კლოპმა.

„ბაიერნი“? ის დიდი კლუბია, რომელსაც შეუძლია პრობლემები შეგვიქმნას. ორი წლის წინ, ეს გუნდი რომ შეგვხვედროდა, შეგეძლოთ გეთქვათ, რომ უშანსოდ ვიყავით, მაგრამ საქმე ისაა, რომ ახლა შანსი გვაქვს. ორივე გუნდმა იცის, რომ რთული მატჩები იქნება“, – დაამატა გერმანელმა სპეციალისტმა.

1/8 ფინალში „იუვენტუსი“ „ატლეტიკოს“ შეხვდება.