იურგენ კლოპმა აშშ-ის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე უარი განაცხადა #1TVSPORT
„ლივერპულის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა უარი განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე, – იტყობინება გამოცემა The Athletic-i.
წყაროს ცნობით, 57 წლის სპეციალისტმა აშშ-ის ფეხბურთის ფედერაციას უპასუხა, რომ არ შეუცვლია გადაწყვეტილება და „ლივერპულიდან“ წასვლის შემდეგ პაუზის აღებას აპირებს. ამიტომაც არ შეუძლია წინადადების მიღება.
აშშ ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებს გრეგ ბერჰალტერის განთავისუფლების შემდეგ. მისი ხელმძღვანელობით ნაკრებმა ვერ გადალახა კოპა ამერიკის ჯგუფური ეტაპი იმის მიუხედავად, რომ ტურნირის მასპინძელი იყო.
2026 წელს ამერიკის შეერთებული შტატები კანადასა და მექსიკასთან ერთად უმასპინძლებს მსოფლიოს ჩემპიონატს.