იურგენ კლოპი - წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატი არასწორ დროს, არასწორი მიზეზების გამო ჩატარდება #1TVSPORT
„ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი ყატარში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის განრიგით უკმაყოფილოა. იურგენ კლოპმა ფიფა-ს, უეფა-სა და ინგლისის ფეხბურთის ასოციაციას მიმართა:
„მოთამაშეები ისედაც უკიდურესად გადატვირთულები არიან. ბრაზი მიპყრობს, როცა ამ თემაზე ვლაპარაკობ. მივმართავ ფიფა-ს, უეფა-ს, ინგლისის ფებურთის ფედერაციასა და პრემიერლიგის ხელმძღვანელებს – მოდით, ვისაუბროთ! საჭიროა საერთო შეხვედრა, რომლის თემაც ფეხბურთისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი იქნება – ფეხბურთელები! მსოფლიოს 2022 წლისჩემპიონატი არასწორ დროს, არასწორი მიზეზების გამო გაიმართება!“, – აცხადებს იურგენ კლოპი.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი ჩემპიონატი წელს ყატარში (21 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე) ჩატარდება.