იურგენ კლოპი – წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატი არასწორ დროს, არასწორი მიზეზების გამო ჩატარდება #1TVSPORT

19:29, 05.08.2022

„ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი ყატარში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის განრიგით უკმაყოფილოა. იურგენ კლოპმა ფიფა-ს, უეფა-სა და ინგლისის ფეხბურთის ასოციაციას მიმართა:

„მოთამაშეები ისედაც უკიდურესად გადატვირთულები არიან. ბრაზი მიპყრობს, როცა ამ თემაზე ვლაპარაკობ. მივმართავ ფიფა-ს, უეფა-ს, ინგლისის ფებურთის ფედერაციასა და პრემიერლიგის ხელმძღვანელებს – მოდით, ვისაუბროთ! საჭიროა საერთო შეხვედრა, რომლის თემაც ფეხბურთისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი იქნება – ფეხბურთელები! მსოფლიოს 2022 წლისჩემპიონატი არასწორ დროს, არასწორი მიზეზების გამო გაიმართება!“, – აცხადებს იურგენ კლოპი.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი ჩემპიონატი წელს ყატარში (21 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე) ჩატარდება.

მსგავსი