იურგენ კლოპი – თუ მსგავსი გოლები არ ითვლება, მაშინ „არსენალს“ ინგლისის პრემიერლიგა ვერ უნდა მოეგო #1TVSPORT
გერმანიისა და პარაგვაის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირების დასრულების შემდეგ იურგენ კლოპმა აღნიშნა, რომ არბიტრს ჯონათან ტაას მიერ დამატებით დროში გატანილი გოლი უნდა ჩაეთვალა.
„თუ წესების დარღვევის გამო ასეთი გოლი უნდა გაუქმდეს, ამ ლოგიკით, „არსენალს“ ინგლისის პრემიერლიგა ვერ უნდა მოეგო, რადგან მათი გატანილი ბურთების 60 პროცენტი ზუსტად ასეთივე სტილში გავიდა“, – განაცხადა კლოპმა.
ცნობისთვის, მატჩის მთავარმა მსაჯმა მიიჩნია, რომ ვალდემარ ანტონიმ მეკარის წინააღმდეგ ბლოკირებას მიმართა და გოლი სწორედ ამ მიზეზით არ ჩათვალა.
საბოლოოდ, გერმანიის ნაკრებმა თერთმეტმეტრიანების სერიაში წააგო და მსოფლიო ჩემპიონატს 1/16-ფინალური სტადიიდან დაემშვიდობა.