იურგენ კლოპი - ოდესღაც ყველამ ცარიელი ტრიბუნების თანხლებით დავიწყეთ ფეხბურთის თამაში
იურგენ კლოპი - ოდესღაც ყველამ ცარიელი ტრიბუნების თანხლებით დავიწყეთ ფეხბურთის თამაში

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ფეხბურთელებს მოუწოდა, გაგებით მოეკიდონ მატჩების უმაყურებლოს ჩატარებას.

„ოდესღაც ჩვენ ყველამ ცარიელი ტრიბუნების თანხლებით დავიწყეთ თამაში და ფეხბურთი არა მხოლოდ სტადიონზე არსებული ატმოსფეროს გამო შეგვიყვარდა. უნდა მივეჩვიოთ და გაგებით მოვეკიდოთ იმას, რომ სტადიონების კარები დაკეტილი იქნება. ეს ჩვენი რეალობაა უახლოესი თვეების განმავლობაში“, – მოჰყავს კლოპის სიტყვები ესპანურ „მარკას“.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ჩემპიონატი, ისევე როგორც სხვა სპორტული შეჯიბრებები, კორონავირუსის პანდემიის გამო იქნა შეჩერებული. 14 მაისს ინგლისის მთავრობაში განაცხადეს, რომ ივნისში ფეხბურთისთვის შეზღუდვები მოიხსნება, თუმცა პრემიერლიგის განახლების ზუსტი თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია.