„ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი დორტმუნდის „ბორუსიას“ ნახევარმცველ მარიო გიოტცეს შესახებ კომენტარს აკეთებს.
„მარიოს, როგორც ჩანს, ზედიზედ რამდენიმე მატჩის ჩატარება მოუწევს. მას სჭირდება კლუბი, რომელიც არ აგრძნობინებს, რომ ყოველ მატჩში სამყაროს შეცვლა ევალება. მან უბრალოდ ნორმალურად უნდა ითამაშოს და მაშინ, ვფიქრობ, ჩვენ ძველებურ გიოტცეს ვნახავთ. ნათელია, რომ ამის შესრულება „ბორუსიაში“ შეუძლებელია, ამ გუნდის შემტევი პოტენციალის გათვალისწინებით“, – მოჰყავს კლოპის სიტყვები „სკაი ჯერმანის“.
რამდენიმე ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გერმანელი ფეხბურთელით „მილანი“ ინტერესდება.