იურგენ კლოპი - „ლივერპული“ ძალიან საინტერესო ჯგუფში მოხვდა
იურგენ კლოპი - „ლივერპული“ ძალიან საინტერესო ჯგუფში მოხვდა

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრაზე ისაუბრა, სადაც მისი გუნდი „აიაქსთან“, „ატალანტასთან“ და „მიდტიულანდთან“ ითამაშებს.

„ყველას ახსოვს, როგრი გუნდი იყო „აიაქსი“ ორი წლის წინ და ისინი ყოველთვის კრავენ ახალ, სწორ, კარგ შემადგენლობას, – ციტირებს კლოპის სიტყვებს  Goal. – „მიდტიულანდი“ მრავალი მიზეზის გამო ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გუნდია და მათ სრულიად განსხვავებული გზა გაიარეს.

„ატალანტა“ კი ნამდვილად არის ბოლო წლების საუკეთესო პროექტი და ძალიან კარგ ფეხბურთს აჩვენებს. ჯგუფის ყველა გუნდი ცდილობს, ნამდვილი ფეხბურთი ითამაშოს, ისინი ძალიან ბევრს დარბიან და თამაშები უკიდურესად ინტენსიური იქნება“.